ესპანეთი

 2019/15/05 00:54

ესპანეთი
გრიზმანი ფანებს დაემშვიდობა: მუდამ ჩემს გულში იქნებით
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს თანახმად, დადასტურდა, რომ ანტუან გრიზმანი ატლეტიკოს სეზონის ბოლოს დატოვებს.

კლუბის ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე ვიდეო გავრცელდა, სადაც ფრანგი ფეხბურთელი ფანებს მიმართავს:

ეს 5 შესანიშნავი წელი იყო, მადლობა ყველაფრისთვის. მუდამ ჩემს გულში იქნებით. მინდა გითხრათ, რომ წასვლის გადაწყვეტილება მივიღე. ახალი გამოწვევები მსურს. მთელი გულით გიხდით მადლობას, მომავალ შეხვედრამდე.

გრიზმანის მომავალ კლუბად ბარსელონა განიხილება. კატალონიელები მისი გამოსასყიდი თანხის, 125 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფრანგი ატლეტიკოში სოსიედადიდან 2014 წელს გადაბარგდა და 252 შეხვედრაში 133 გოლი გაიტანა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები