ჩოგბურთი

 2018/30/10 16:10

ჩოგბურთი
გორგოძემ შაფათავას მარტივად მოუგო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მუმბაის ტურნირის 1/16 ფინალში, ეკატერინე გორგოძე სოფია შაფათავას დაუპირისპირდა. ფავორიტად გორგოძე მოიაზრებოდა და სტატუსი სრულად გაამართლა.

პირველ სეტში ეკატერინემ ორი ბრეიქი გამოიყენა (6:2), მეორეშიც ამდენივე ბრეიქი განახორციელა და ამასთან, საკუთარი ერთი ჩაწოდება დათმო – 6:4.

გორგოძეს მორიგი მეტოქე ტერეზა მრდეზასა და მარგარიტა გასპარიანს შორის გამარჯვებული იქნება.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები