ჩოგბურთი

 2019/21/07 15:17

ჩოგბურთი
გორგოძე ძირითად ბადეშია და პირველ ნომერს შეხვდება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

იტალიაში პალერმოს ტურნირი იწყება, სადაც საქართველოს პირველი ჩოგანი, ეკატერინე გორგოძე ასპარეზობას ძირითად ბადეში დაიწყებს.

ტურნირზე ერთადერთი ათეულის წევრი მონაწილეობს და ჩვენებურის მეტოქე სწორედ ის იქნება. კერძოდ, კიკი ბერტენსი, ვინც მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ჩოგანია და გათამაშებაში პირველ ნომრად არის განთესილი. 

ჰოლანდიელი ძალიან მაღალი დონის ჩოგბურთელია და შესანიშნავი ჩაწოდებაც აქვს, რაც ქალთა ჩოგბურთში იშვიათობაა. გორგოძეს შემდეგ ეტაპზე გასვლის მცირე შანსი აქვს, თუმცა, ასეთი მაღალი დონის მეტოქესთან თამაში მისთვის სასარგებლო იქნება. შეხვედრა 22 ივლისს, 18:00 საათზეა ჩანიშნული. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები