ჩოგბურთი

 2019/21/08 20:29

ჩოგბურთი
გორგოძე გავარდა, ბრძოლას ბოლქვაძე აგრძელებს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ამერიკის ღია პირველობის ქალთა თანრიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ქართველი ჩოგბურთელი მონაწილეობდა. ეკატერინე გორგოძე პირველივე რაუნდში დამარცხდა, ხოლო მარიამ ბოლქვაძე ნახევარფინალში გავიდა.

გორგოძე ჩინელ სიუ ვანს დაუპირისპირდა და მარტივად (6:1, 6:3) დამარცდა. ჩვენებურმა ჩაწოდება 4-ჯერ დათმო, ხოლო თავად, 6 ბრეიქ ფოინთის მიუხედავად, ვერ დააბრეიქა.

მარიამ ბოლქვაძეს მასზე ძლიერი და გამოცდილი მეტოქე, ჰეზერ უოტსონი, ჰყავდა. 21 წლის ქართველმა ბრიტანელი ორ სეტში დაამარცხა. პირველი საბრძოლო აღმოჩნდა და 5 ბრეიქი შედგა. უმრავლესობა მარიამმა მოიგო – 6:4. მეორე სეტი მისი დომინირებითა და მარტივი გამარჯვებით (6:2) დასრულდა. საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ბოლქვაძე კორეელ ნა-ლე ჰანს დაუპირისპირდება. შეხვედრა 22 აგვისტოს, 19:00 საათზეა ჩანიშნული. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები