ეროვნული ნაკრებები

 2018/12/08 20:51

ეროვნული ნაკრებები
გოგონებმა ჩემპიონატი ბოლო ადგილზე დაასრულეს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროპის 18-წლამდე გოგონათა ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები უკანასკნელ შეხვედრაში, 23-ე ადგილისთვის, ნორვეგიას დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, გოგონებმა ვერც ეს შეხვედრა მოიგეს (52:57) და ჩემპიონატი ბოლო, 24-ე ადგილზე დაასრულეს.

პირველი მეოთხედის წაგების მიუხედავად (5:14), ჩვენმა ნაკრებმა შეძლო და ტაიმი გამარჯვებამდე მიიყვანა – 25:24.

თუმცა, მესამე ათწუთეული კვლავ მეტოქის კარნახით წარიმართა და გადამწყვეტი მეოთხედის წინ, 6 ქულას ვაგებდით – 34:40. საბოლოოდ, საინტერესო აღარაფერი მომხდარა და ჩვენი გოგონების მაქსიმუმი, სხვაობის ქულით შემცირება გახდა – 52:57.

გოგონებმა მოლოდინი ვერ გაამართლეს. მათ ჩატარებული რვავე შეხვედრიდან, ყველა წააგეს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები