ეროვნული ნაკრებები

 2018/11/08 20:36

ეროვნული ნაკრებები
გოგონებისთვის კოსოვოს ბარიერიც დაუძლეველი აღმოჩნდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროპის 18-წლამდე გოგონათა ჩემპიონატზე, საქართველოს, ნაკრები 21-ე–24-ე ადგილისთვის ბრძოლაში, კოსოვოს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ზედიზედ 6 მარცხის შემდეგ, მათ ვერც ამჯერად მოიგეს და შეხვედრა 43:44 დათმეს. 

როგორც აღმოჩნდა, ფავორიტები მხოლოდ ფურცელზე ვიყავით. საწყისი მეოთხედი 11:4 მოვიგეთ და პირველი თამაშის მოგების იმედიც გაჩნდა. მაგრამ მეტოქემ ტაიმის მიწურულს, ჩამორჩენის 2 ქულამდე დაყვანა შეძლო – 19:21.

მწირქულიანად წარიმართა მეორე ტაიმიც. მესამე მეოთხედი კვლავ კოსოვოს გამარჯვებით (13:10) დასრულდა და დასკვნით ათწუთეულს ლიდერის ამპლუაში შეხვდნენ – 32:31. საბოლოოდ, მეოთხე მეოთხედი ფრედ (12:12) დასრულდა და გამარჯვება ჩვენს მეტოქეს დარჩა – 44:43.

ჩემპიონატის უკანასკნელ შეხვედრაში, ნორვეგიის გოგონათა ნაკრებს ვეთამაშებით და სწორედ ამ მატჩში გაირკვევა 23-ე ადგილზე გავალთ თუ 24-ეზე.

დაპირისპირება ხვალ, 12 აგვისტოს, 18:30 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები