სუპერლიგა

 2018/16/05 17:21

სუპერლიგა
გოგობერიშვილი: თუ დაფინანსება გვექნება, შესაძლოა, ევროტურნირებზეც ვიასპარეზოთ
ავტორი
თამარ ლამპარაძე

სუპერლიგის ფლეი-ოფის ნახევარფინალში, ერთმანეთს ქუთაისი და რუსთავი ხვდებიან. სერიის ანგარიშია 1-1. მოედნის უპირატესობა რიონისპირელებს ჰქონდათ, მაგრამ რუსთაველებმა მოახერხეს და ქუთაისში ერთი თამაში მოიგეს. ახლა 2 შეხვედრა გუნდებს რუსთავში მოუწევთ, და თუ მეხუთე მატჩი გახდა საჭირო, ისევ ქუთაისში გადაინაცვლებენ.

მომავალ მატჩებთან დაკავშირებით, რუსთაველთა მწვრთნელს, რამაზ გოგობერიშვილს ვესაუბრეთ.

ქუთაისიდან კმაყოფილი ბრუნდებით, მოედნის უპირატესობა უკვე თქვენს მხარეს არის...

ჩვენი პროგრამა მინიმუმი იყოქუთაისთან თუნდაც ერთი თამაშის მოგება. ამ ეტაპზე, მოედნის უპირატესობა გვაქვს. მაგრამ მინდა ვთქვარომ ქუთაისს გასვლაზეც ისეთივე დონეზე შეუძლია თამაშიროგორც სახლში.

მეორე მატჩი არასტაბილურად ითამაშეთცუდად დაიწყეთ, შემდეგ წინ გახვედით, მესამე მეოთხედი გუნდმა სრულად ჩააგდორა იყო ამის მიზეზი?

ერთი კვირის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი თამაშის ჩატარება მოგვიწია. შესაბამისად, გუნდი ფიზიკურადაც დაიღალა. ბიჭებმა იბრძოლეს და იმდენი გააკეთესრომ მესამე პერიოდამდე წინააღმდეგობა მაინც გავწიეთშემდეგ უკვე,  გუნდს დაღლა დაეტყო.

რამდენად გაიზარდა თქვენი ფინალში გასვლის შანსი?

თავიდანვე ვფიქრობდირომ ჩვენი შანსი 50-50-ზე იქნებოდა და ახლაც ასე ვფიქრობ.

როგორ გგონიათ, მოგიწევთ ქუთაისში ჩასვლა მეხუთე, გადამწყვეტი მატჩისთვის?

მომავალი გვიჩვენებს. შევეცდებითრუსთავში ორივე თამაში მოვიგოთქუთაისი ადვილად არ დათმობს მოგებას. არც იმას  გამოვრიცხავ, ქუთაისში მოგვიწიოს მე-5 თამაში.

ლეგიონერები  ბლეიზეკი და ნელსონი ჩინებულად გამოიყურებიან, რასაც ვერ ვიტყვით ბერნარდზე და ოზაიკვუვუომვანზე, რომლებსაც არასტაბილურობა ახასიათებთ.

ლეგიონერებიდან ბლეიზეკი და ნელსონი მართლა კარგად თამაშობენ. ისინი ყველაფერს აკეთებენ მოსაგებად. მინდა აღვნიშნორომ ხანდახან მოთამაშეები იღლებიანრთულია, როცა არ გაქვს საშუალებარომ კალათბურთელი თამაშის განმავლობაში დაასვენო, მოთამაშეს თამაშის ბოლომდე ძალა ეყოს და სათანადოდ ითამაშოს.

რეგულარული სეზონის ბოლოსაც გქონდათ ჩავარდნა, შესაძლებელი იყო მეოთხე ადგილი აგეცილებინათ და ფლე-ოფს უფრო კომფორტულად შეხვედროდით?

 არანაირად. ფაქტიამეორე ადგილზე გასულმა კაკტუსმა მეშვიდე ადგილზე გასულ მგზავრებთან წააგო. ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ჩვენი გუნდი მეორე ადგილზე გავიდოდა თუ მეოთხეზესერიოზული მომზადება გვჭირდება, ყველა გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ.

გაქვთ თუ არა  ევროტურნირებზე  ასპარეზობის სურვილი?

ევროტურნირებზე ცოტა რთულია საუბარირადგან ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული. ქალაქის ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობსრომ რუსთავის კალათბურთის გუნდი უფრო პოპულარული გახდეს. თუ ჩემპიონები გავხდებითდიდი იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტ დაფინანსებას მოვიზიდავთ და შესაძლებელი იქნება ევროტურნიერებზეც ვიხილოთ გუნდი.

 

 

 

 

 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები