ძალოსნობა

 2019/08/04 22:05

ძალოსნობა
გოგა ჩხეიძის ვერცხლი და ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
ავტორი
ტატო ნიკურაძე

კიდევ ორი მედალი ევროპის ჩემპიონატზე. ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 67 კგ წონით კატეგორიაში, გოგა ჩხეიძემ ორჭიდის ჯამში გამოსვლა 308 კგ-ით დაასრულა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ზუგდიდელმა სპორტსმენმა საკმაოდ კარგად იასპარეზა. მან ატაცში სამივე ცდა გამოიყენა და დისციპლინა 139 კგ-ით მეოთხე ადგილზე დაასრულა.  გარდა ამისა, გოგამ ატაცში 23-წლამდელებს შორის, ევროპის რეკორდი დაამყარა. 

რაც შეეხება მეორე დისციპლინას. აკვრაში ქართველმა სპორტსმენმა სამიდან ორი ცდა გამოიყენა. მან ჯერ 165, შემდეგ 169 დაძლია და ორჭიდის ჯამში, ვერცხლის მედლის მოპოვების შანსიც ჰქონდა, მაგრამ 173 კგ-ის აწევა ვეღარ მოახერხა. საბოლოოდ, ქართველმა სპორტსმენმა ორი მედლის მოპოვება შეძლო. აკვრაში ის მეორე იყო და ვერცხლი აიღო. ორჭიდში კი, ბრინჯაო მოიპოვა. 

ევროპის ჩემპიონი ორჭიდში ფრანგი ბერნარდინ კინგ მატამი გახდა – 312 კგ. მეორე ადგილს გერმანელი საიმონ ბრანდჰუბერი დასჯერდა – 311 კგ. 

 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები