ლეგიონერები

 2019/21/06 22:52

ლეგიონერები
გოგა ბითაძე: ჯოჯიხეთი გამოვიარეთ, მაგრამ ამან უფრო გაგვაძლიერა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

გასული ღამე ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში  ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო, მაგრამ ერთი სასიამოვნო ფაქტი  მაინც დაფიქსირდა. NBA-ს დრაფტზე გოგა ბითაძე მე-18 პიკად ინდიანა პეისერსმა აირჩია და ახალგაზრდა ქართველი ცენტრი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ითამაშებს. გოგამ გუნდში პირველი პრესკონფერენცია გამართა და ახსენა, რომ მისი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რაც ნამდვილად დიდი გზავნილია და ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის. 

– ჩვენ გვქონდა ომი 2008 წელს რუსეთთან, მას შემდეგ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია. ეს ძალიან მძიმე გასახსენებელია ჩემთვის. იმ დროს ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ახლა, როცა ვიხსენებ ვხვდები, რომ ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, თუმცა ვთვლი, რომ ეს მძიმე პერიოდი დაგვეხმარა იმაში, რომ ერთმანეთთან დავახლოვებულიყავით. მას შემდეგ უფრო ძლიერები ვართ და ვამაყობ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები