ლეგიონერები

 2019/03/07 21:29

ლეგიონერები
გიორგი შერმადინის ახალი კლუბი
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა, გიორგი შერმადინმა, უნიკახას რიგები დატოვა. მან აღნიშნულ კლუბში ბოლო 2 სეზონი გაატარა. 

როგორც ცნობილია, ის იბეროსტარ ტენერიფეში ითამაშებს. ტენერიფე გასულ სეზონში სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზე გავიდა და ფლეი ოფში გასვლა ვერ მოახერხა. 

შეგახსენებთ,  ტენერიფეში გასულ წელს, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი, ტად მაკფადენი ირიცხებოდა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები