დიდი 10

 2019/03/08 16:32

დიდი 10
გიორგი ნემსაძე მშობლიურ გუნდში ითამაშებს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანი, გიორგი ნემსაძე, კარიერას მშობლიურ ქუთაისის აიაში გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შეხებ, ქუთაისის აიას ოფიციალური Facebook  გვერდი ავრცელებს. 

35 წლის ქართველი მორაგბე ბოლოს პრო 14-ის კლუბ ოსპრეიზში გამოდიოდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კი, მან 85 შეხვედრა ჩაატარა  და 13 ლელო მიითვალა. 

ამ ეტაპზე გიორგი ნემსაძე ეროვნულ გუნდთან ერთად, იაპონიის მსოფლიო თასისთვის ემზადება. 

შეგახსენებთ, იმასაც, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე მილტონ ჰეიგის გუნდი სამ ტესტ მატჩს გამართავს. 27 აგვისტოს  მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამხრეთ აფრიკულ საუზერნ კინგსს ვუმასპინძლებთ. 31 აგვისტოსა და 6 სექტემბერს კი, შინ და გარეთ, შოტლანდიას შევერკინებით. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები