ლეგიონერები

 2019/14/07 14:56

ლეგიონერები
გიორგი მჭედლიშვილი: გუნდში მენდობიან და ვეცდები ეს ნდობა გავამართლო
ავტორი
ტატო ნიკურაძე

გიორგი მჭედლიშვილმა, რომელიც ლატვიურ ვენტსპილსს ცოტა ხნის წინ შეუერთდა, უკვე მოასწრო კლუბის მაისურით ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში და საგოლე პასიც მიითვალა. 

 – მხოლოდ, 7 დღე იყო გასული, რაც კლუბში ვარჯიში დავიწყე და ჯერ ადაპტაციის პერიოდს გავდიოდი, როდესაც მითხრეს, რომ  ტუეტა დურეშის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში დავიწყებდი. ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ ეს დასტურია იმისა, რომ გუნდში ჩემი სჯერათ, მენდობიან და მეც ვეცდები გავამართლო მათი იმედები. 

მატჩს რაც შეეხება, მართალია, განმეორებითი მატჩის წინ დიდი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ალბანელები საოცრად მებრძოლი ხალხია და მათთან მოდუნება არ შეიძლება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები