ლეგიონერები

 2019/21/06 21:34

ლეგიონერები
გიორგი წიტაიშვილი: ჯერ უკრაინელი ვარ!
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, კიდევ ერთხელ ალაპარაკდა მედია გიორგი წიტაიშვილის საქართველოს ნაკრებში გამოძახების შესახებ.

უკრაინის ასაკობრივ გუნდში მოასპარეზე ქართველმა Ua-tribuna- განუცხადა, რომ ჯერ არაფერი გადაუწყვეტია:

 ჩემი სამშობლო საქართველოა. ქართული სისხლი მაქვს, მაგრამ თავს უკრაინელადაც ვგრძნობ. მთელი შეგნებული პერიოდი კიევში გავატარე და უკრაინა ჩემი მეორე სახლია. რაც თავი მახსოვს უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში ვარ. ახლა მიწვევენ საქართველოში, მაგრამ ამისთვის უკრაინის მოქალაქეობის დათმობა მომიწევს.

როგორც ხედავთ, ჯერ უკრაინელი ვარ და უახლოეს მომავალში აზრად არ მაქვს, რომ მოქალაქეობა შევიცვალო,  აღნიშნა მან.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები