სხვადასხვა

 2019/14/08 22:33

სხვადასხვა
გიორგი ჭიაბრიშვილი: ეს სრული კრახი იყო, მაგრამ ფეხბურთელისთვის დედის გინება ზედმეტია
ავტორი
ტატო ნიკურაძე

უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონი, საფეხბურთო კლუბი საბურთალო, ერევნის არარატ-არმენიასთან 0:2 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. მატჩის დასრულების შემდეგ, საბურთალოს მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 

– ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. მეტოქემ გვაჯობა. ეს სრული კრახია და ახლა ამას ვერ გამოვასწორებთ. ვცდილობდით, თამაშიდან თამაშამდე პროგრესი გვქონოდა, მაგრამ სამწუხაროდ, რეგრესი განვიცადეთ. 

არ ვიცი,  საბურთალოს ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს მადლობა რატომ არ გადაუხადეს, მაგრამ გულშემატკივრებსაც მეტი კორექტულობა მართებთ. გასაგებია, ეს იყო სრული კრახი, მაგრამ ამისთვის ფეხბურთელს დედა არ უნდა შეაგინო. 

დღევანდელი მატჩის შედეგზე პასუხისმგებლობას სრულად ჩემს თავზე ვიღებ. 

ვერ დაგეთანხმებით, რომ რომელიმე ფეხბურთელმა დღეს თავი დაზოგა და ბოლომდე არ დაიხარჯა. ეს ისეთი თამაში იყო, რომელიც აუცილებლად უნდა მოიგო, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით. 

ამ წაგების შემდეგ, არ ვიმსახურებ საქართველოს ჩემპიონი გუნდის მწვრთნელი ვიყო. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები