ლეგიონერები

 2018/31/10 01:58

ლეგიონერები
გიორგი ჩაკვეტაძემ მუსკრონსაც გაუტანა [VIDEO]
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ბელგიის ჩემპიონატის მე-13 ტურში მუსკრონმა გენტი მიიღო. შეხვედრა მასპინძელთათვის შესანიშნავად დაიწყო და ასეც გაგრძელდა. მათ 3:1 იმარჯვეს და საჭირო სამი ქულა მოიპოვეს. 

აღსანიშნავია, რომ გენტის მხრიდან, ერთადერთი გოლი გიორგი ჩაკვეტაძის ანგარიშზეა. მეკარის პირისპირ მყოფ ქართველ ფეხბურთელს გატანა არ გასჭირვებია. მან ამ გოლით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ჩვენებურისთვის, ბელგიის ჩემპიონატში, ეს გოლი, ზედიზედ მესამეა. მან ჯერ ოსტენდეს კარი დალაშქრა, ხოლო შარლერუას ორჯერ გაუტანა.

ჯამში, ჩაკვეტაძეს 4 გოლი აქვს და კლუბის ბომბარდირებში ვესტრაეტს და დევიდს დაეწია. 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები