ლეგიონერები

 2019/11/01 01:42

ლეგიონერები
გიორგი ჩაკვეტაძე ფრანგულ გრანდს დაუკავშირეს
ავტორი
გოგა წურწუმია

France Football-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური გენტის ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე, შესაძლოა, ლიონის რიგებში ჩაირიცხოს. 

წყარო იუწყება, რომ ფრანგულ გრანდს მაქსველ კორნე ტოვებს და ჩვენებური მის შემცვლელად მოიაზრება. 

 ჩაკვეტაძე 19 წლის ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც გენტის რიგებში 5 გოლი აქვს გატანილი. უეფამ ის წელს 50 საუკეთესო ტალანტს შორის შეიყვანა,  წერია სტატიაში. 

მოგეხსენებათ, გიორგის ევროპულ გრანდებს უკავშირებენ. ბევრი მიიჩნევს, რომ ყველაზე რეალური შანსი საფეხბურთო კლუბ რომას აქვს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები