ეროვნული ლიგა 2

 2019/14/02 15:26

ეროვნული ლიგა 2
გიორგი ბუხაიძე: მწვრთნელი ჩემით კმაყოფილი იყო, მაგრამ...
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

ყაზახეთში სინჯებზე მყოფი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ბუხაიძე, საფეხბურთო კლუბმა ოკჟეტპეშმა სინჯების დასრულების შემდეგ, უკან დააბრუნა. 27 წლის თავდამსხმელმა რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა და როგორც თავად ამბობს, მწვრთნელზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 

Sport24-ი აღნიშნული ფაქტით დაინტერესდა და გიორგი ბუხაიძეს დაუკავშირდა, რომელიც, ამჟამად, ცხინვალის რიგებში ასპარეზობს. 

–  მწვრთნელი ჩემით კმაყოფილი იყო. არ ვიცი, რა მოხდა. მითხრეს, რომ სხვა ფეხბურთელებსაც აკვირდებოდნენ და გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობდნენ. სხვა ლეგიონერებიც ისინჯებოდნენ და ალბათ, შეცდომის დაშვება არ სურდათ. 

ამ ეტაპზე, ცხინვალთან ერთად ვემზადები და თუ ყაზახეთის ვარიანტი არ გამოვიდა, აქ დავრჩები. წელს ამ გუნდს დიდი მიზანი აქვს და მსურს, დავეხმარო. სხვა ქართული გუნდების ვარიანტებიც მქონდა. ჩიხურაში დარჩენა მინდოდა, მაგრამ ოკჟეტპეშის ხელმძღვანელებმა ისეთ დროს მითხრეს უარი, უკვე დაგვიანებული იყო. 

ცხინვალი უცხოელმა ინვესტორმა იყიდა და ახლა საბუთების მოწესრიგების პროცესში არიან. მათი სურვილია, რომ გუნდი ეროვნულ ლიგაში პირველივე წელს აღზევდეს და ამ კუთხით სერიოზული მუშაობა მიდის. საგულისხმოა, რომ ესპანელი დამრიგებელი ჩამოიყვანეს და ძალიან მალე ნაყოფიერ შეკრებასაც გავივლით. 

ჩემ გარდა, ბევრი ახალწვეულია. მათ შორის, ძალიან გამოცდილი ხალხი, რომლებიც წლების განმავლობაში, უმაღლესში ასპარეზობდნენ. მომეწონა აქ არსებული სიტუაცია და ბოლომდე დავიხარჯები, რათა იმ წარმატებას მივაღწიოთ, რასაც ეროვნულ ლიგაში დაბრუნება ჰქვია. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები