ძიუდო

 2019/13/09 20:34

ძიუდო
გიორგი თუთაშვილი: როცა შენი ქვეყნის ჰიმნს ააჟღერებ, ამაზე დიდი ბედნიერება სპორტმენისთვის არ არსებობს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ფინეთში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტმენებისთვის იდეალურად დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს გიორგი თუთაშვილმა (66 კგ)  და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.

 მეორე დღეს კი, 81 კგ-ში სულაც ქართული ფინალი ვიხილეთ. ტატო გრიგალაშვილმა ვლადიმერ ახალკაცი დაამარცხა.

Sport24  გიორგის ფინეთში დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. 

– გამარჯვების ემოციებს სიტყვით ვერ გადმოვცემ.ეს ენითაღუწერელი სიხარული იყო. ძალიან დიდი ბენდიერებაა, როდესაც შენი წარმატებით მწვრთნელებს, ოჯახს და სრულიად საქართველოს გაახარებ. ყველაზე მთავარი კი, ისაა როდესაც შენი სამშობლოს ჰიმნს ააჟღერებ. ამაზე დიდი ბედნიერება სპორტსმენისთვის არ არსებობს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები