ფუტსალი

 2019/01/02 00:13

ფუტსალი
გია ნიკვაშვილი: ფავორიტის სტატუსით გავედით და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოვიპოვეთ
ავტორი
ტატო ნიკურაძე

გერმანიის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისრაელი 7:0 გაანადგურა, ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად აგრძელებს ბრძოლას. 

ისრაელთან  გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების წევრმა, გია ნიკვაშვილმა, sport24-თან კომენტარი გააკეთა. 

– დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტის სტატუსით გავედით სათამაშოდ და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოვიპოვეთ.  ჯგუფში პირველი ადგილი გავინაღდეთ და ბედნიერები ვართ, მაგრამ წინ ჯგუფის ბოლო მატჩია დანიასთან. იქაც შევეცდებით გულშემატკივრის გახარებას. 

უკვე ცნობილია, რომ მომდევნო ეტაპზე  ჩვენი მეტოქეები ესპანეთი და პოლონეთი იქნებიან. ესპანეთი ჯგუფის აშკარა ფავორიტია, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ გუნდთან, მოსაგებად გავდივართ და ბოლომდე ვიხარჯებით. 

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გულშემატკივრებს. ისინი ჩვენ დიდ ძალას გვძენენ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები