ეროვნული ნაკრები

 2019/08/09 21:57

ეროვნული ნაკრები
საქართველო – დანია: ღირსეული თამაში და ფრე
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველო-დანია 0:0

თბილისი.დინამო არენა

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, გრიგალავა, კაშია, აბურჯანია (85.გვილია), კიტეიშვილი, ანანიძე, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია (90.დაუშვილი). 

დანია: შმაიხელი, დალსგაარდი, კიაერი, კრისტენსენი, ლარსენი, ბრეითვეითი, დელანი, ჰოიბერგი (73.შონე), ერიქსენი, დოლბერგი (67.გიცკიაერი), პოულსენი.

გაფრთხილება: გრიგალავა(42) შონე (87) კაკაბაძე (89) 

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მეხუთე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი დანიას დაუპირისპირდა და უგოლო ფრეს (0:0) დასჯერდა.

პირველი ტაიმი დანიელთა სრული უპირატესობით წარიმართა. იონ დალ ტომასონის ფეხბურთელები ბურთს მეტად აკონტროლებდნენ და მომენტების შექნას ცდილობდნენ, თუმცა, საქართველოს  ნაკრების მცველების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მთელი მატჩის განმავლობაში საკმაოდ ორგანიზებულად მოქმედებდნენ. განსაკუთრებით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია უნდა გამოვყოთ, რომელმაც მთელი მატჩი უშეცდომოდ ჩაატარა. საქართველოს ნაკრები კი, ძირითად კონტრშეტევებზე  ცდილობდა თამაშის აწყობას. გრძელი პასების დროს გიორგი ქვილითაიამ თითქმის ყველა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, მაგრამ თანაგუნდელები მხარს ვერ უბამდნენ. 

დღევანდელ მატჩში პირველი რეალური საგოლე მომენტი დანიელებს ჰქონდათ. ბრეითვეითის ახლო მანძილიდან დარტყმის შემდეგ, საქართველოს ნაკრები გიორგი ლორიამ გადაარჩინა.

მეორე ნახევარი კი, საქართველოს ნაკრებმა გაცილებით უკეთ ითამაშა.დანიელებმა კი, მეორე ნახევარში მხოლოდ ერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს. საჯარიმოში კასპერ დოლბერგმა ბურთი უპრობლემოდ მიიღო და დარტყმაც მოახერხა, მაგრამ გიორგი ლორიამ საოცარი სეივი შეასრულა. მატჩის მიწურლს ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს. ვაკო ყაზაიშვილს გატანის კარგი შანსიც ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმული მცირე მანძილით აცდა კასპერ შმაიხელის კარს. 

საბოლოოდ, ფრე – 0:0. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს არაფერი დაუთმო და სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრებისგან აპლოდისმენტებიც მიიღო. 

 

 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები