ეროვნული ლიგა

 2019/20/05 15:10

ეროვნული ლიგა
GFF-ის განცხადება და შსს-ის ვიდეომასალა (VIDEO)
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც, ბრალდებულის სახით, დაკავებულია თბილისის ვიტ ჯორჯიას ხუთი, ლანჩხუთის გურიას ორი, ჭიათურის ერთი და ასევე, სამი ყოფილი მოთამაშე. საქმე ეხება მათ მიერ მატჩის შედეგსა ან მსვლელობაზე მანიპულირების მცდელობას.

საყოველთაოდ ცნობილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეურიგებელი პოზიცია მატჩების გარიგებასთან დაკავშირებით. სფფ-ის შესაბამისი სამსახურების მუშაობის შედეგად, სხვადასხვა ვადით, აქამდეც ჩამოშორებულან მოთამაშეები თუ სხვა პირები საფეხბურთო საქმიანობას. ამ საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ყოველთვის აუცილებელია პროცედურების მკაცრი დაცვა და ზოგჯერ, სპორტული სამართალი არ არის დანაშაულის პრევენციისთვის საკმარისი ბერკეტი.

კვლავ გამოვლინდა მატჩის შედეგსა და მსვლელობაზე მანიპულაციის ცალკეული შემთხვევები, რომლებზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება და შესაბამისი მასალა გაავრცელა. სამწუხაროდ, ყველა სრულად ვერ ითავისებს, რომ მსგავსი მოქმედება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ კონკრეტული გუნდის სახელსა და რეპუტაციაზე, არამედ მთელ საფეხბურთო ოჯახზე.

მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად, სფფ-სა და შსს- შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს თანამშრომლობას საგამოძიებო უწყებებთან. ამ პროცესის პარალელურად, სფფ-ის იურიდიული ორგანოები საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში დამატებით იმსჯელებენ, რათა არც ერთი მსგავსი დანაშაული არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე.

 

GFF.GE


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები