მსოფლიო ჩემპიონატი 2018

 2018/21/07 13:28

მსოფლიო ჩემპიონატი 2018
გერმანიის ნაკრების მუნდიალზე წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი დასახელდა
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, გერმანიის ნაკრების მიერ ჩაგდებული მუნდიალი კომპიუტერული თამაშების ბრალია. როგორც ირკვევა, ფეხბურთელები მატჩის წინა დღეებში დილის 4 საათამდე Fortnite-სა და FIFA 18-ს თამაშობდნენ.

საგულისხმოა, რომ ამის შესახებ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამაც იცოდა და სასტუმროში, რომელშიც მოთამაშეები იყვნენ დაბანაკებულნი, Wifi გათიშა, თუმცა, ეს „ბუნდესნაკრებისთვის“ წინაღობად ვერ იქცა.

გეტყვით, რომ ფეხბურთელთა სახელები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ვირტუალურ თამაშებში, არ სახელდება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები