თავისუფალი

 2019/09/04 19:02

თავისუფალი
გენო პეტრიაშვილი ბუქარესტის ფინალშია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ბუქარესტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის -125 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში გენო პეტრიაშვილი უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანივსკის შეხვდა.

ქართველმა ცუდად დაიწყო და უკრაინელი მეტოქე 2:0 დაწინაურდა. დრო იწურებოდა და არაფერი იცვლებოდა, თუმცა, დასრულებამდე 30 წამით ადრე, გენომ 2 ქულა მოიპოვა და ფინალის საგზურიც გაინაღდა.

მისი მეტოქე კარგად ნაცნობი ტახა აკგული იქნება. ისინი ბოლოს, 2018 წელს, კასპისკის ფინალში შეხვდნენ, სადაც აკგულმა 2:1 იმარჯვა. 

ქართულ-თურქული დაპირისპირება 10 აპრილს გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები