ლეგიონერები

 2019/04/07 21:56

ლეგიონერები
გასაყიდად „განწირული“ ლიდერი...
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელმა, ჯანო ანანიძემ, Sportbox-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა

– ავსტრიაში გავლილი შეკრება ნაყოფიერი აღმოჩნდაპირველი ნაწილი ძალიან მძიმე იყო, ბევრს დავრბოდით. ახლა უფრო მეტად ბურთით ვმუშაობთგუნდში სამუშაო განწყობაა, ფორმაში შევდივართ. ჯერ 100%-ით მზად არ ვართ, მაგრამ სეზონის დაწყებამდე 10 დღე გვაქვს.

ჟურნალისტმა ჯანოს ნიკოლოზ ქუთათელაძეზეც ჰკითხა:

 მიხარია, რომ ქართველი ფეხბურთელი ჩაირიცხა. ჯერ მისი თამაში არ მინახავს, რადგან ტრავმირებულია. ვეცდები, როგორც შემეძლება, მხარი დავუჭირო– აღნიშნა მან

აღსანიშნავია, რომ ჯანო ანანიძე მოსკოველების ბანაკში 2018-2019 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დაბრუნდა. რუსული მედია მას სპარტაკის მხრიდან გაყიდვას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენებური არსად წასვლას აპირებს



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები