ესპანეთი

 2019/16/06 14:45

ესპანეთი
გარეთ ბეილს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

The Sun-ის ინფორმაციით, მადრიდის რეალის ფეხბურთელი, გარეთ ბეილი, შესაძლოა, მიუნხენის ბაიერნის რიგებში გადავიდეს

როგორც ცნობილია, „რეკორდმაისტერი“ უელსელის იჯარის წესით დამატებას შეეცდება. გერმანული გრანდი ორმა გამორჩეულმა ფიგურამ, ფრენკ რიბერიმ და არიენ რობენიმ დატოვეს

მოქმედმა ჩემპიონებმა გადაწყვიტეს შეტევის ხაზი სწორედ ბეილის გადაბირებით გააძლიერონ. უელსელმა გასულ სეზონში 42 მატჩი ჩაატარა, მოედანზე საშუალოდ 62 წუთს ატარებდა და 14 გოლი გაიტანა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები