ესპანეთი

 2019/14/08 14:55

ესპანეთი
განხეთქილება რეალში. ზიდანი მიდის?!
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

ესპანური პრესა ზინედინ ზიდანის წასვლაზე წერს. როგორც ცნობილია, ფრანგი დამრიგებელი პერესის სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოა. 

ზიზუ „ბლანკოსში“ სეზონის მიწურულს დაბრუნდა. ის „სამეფო კლუბში“ ცვლილებებს აანონსებდა და ამაზე ღიად საუბრობდა: 

– ჩვენ რაღაცას აუცილებლად შევცვლით, – თქვა მან. 

ედენ აზარის მისვლის შემდეგ, ბევრი მიიჩნევდა, რომ პოლ პოგბა „თეთრების“ ბანაკში გადაბარგდებოდა, თუმცა, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის სატრანსფერო ღირებულება (180 მილიონი) ფლორენტინოს ეძვირა. 

7 ფეხბურთელის ყიდვის მიუხედავად, ზიზუსა და ბებერი პერესის  უთანხმოების მთავარი მიზეზი სწორედ პოლ პოგბაა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები