სუმო

 2019/14/09 10:08

სუმო
გაგამარუს ზედიზედ მეორე მარცხი
ავტორი
ტატო ნიკურაძე

გაგამარუს ზედიზედ მეორე მარცხი. აკი ბაშოს მეშვიდე დღეს ქართველი გოლიათი ჯურიოს მერვე ნომერს ტობიძარუს დაუპირისპირდა და საკმაოდ ხანგრძლივ ბრძოლაში დამარცხდა. გაგამარუს კარგი ტაჩიაი (საწყისი დაჯახება) ჰქონდა და ცუპარებით (დისტანციაზე დარტყმებით) კარგად იბრძოდა, თუმცა, შემდეგ ჰატაკიკომის უშედეგო მცდელობა ჰქონდა, რაც ამ ბრძოლაში მისი მთავარი შეცდომა იყო და ბოლოს თვითონ დაიქნიეს ჰატაკიკომიზე. 

7 დღის შემდეგ, გაგამარუს მიმდინარე ბაშოზე ბალანსი 3:4 გაუხდა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები