სუმო

 2019/14/03 10:14

სუმო
გაგამარუს მესამე მარცხი (VIDEO)
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, გაგამარუმ მიმდინარე ბაშოზე მესამე მარცხი იწვნია. ჰარუ ბაშოს მეხუთე დღეს ქართველი რიკიში ჯურუს მეცხრე ნომერ კიუკუტაისეის დაუპირისპირდა და ჰიკიოტოშის ილეთით დამარცხდა. გაგამ ამჯერადაც ტაჩიაიზე (საწყისი დაჯახება) დაუშვა შეცდომა, გვერდულად დაეჯახა მეტოქეს, რაც იაპონელმა კარგად გამოიყენა, კარგადვე დაიქნია ქართველი და დასცა დოჰიოზე. 

 

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები