სუმო

 2019/15/05 10:20

სუმო
გაგამარუს მესამე გამარჯვება
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ქართველი გოლიათის მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება. ჯურიუ დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ, ნაცუ ბაშოს მე-4 დღეს ჯურიუს მეექვსე ნომერს, კოტოიაკის დაუპირისპირდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.  გაგას არცთუ კარგი ტაჩიაი (საწყისი დაჯახება) ჰქონდა, მაგრამ ცუპარებით (დისტანციაზე დარტყმებით) მოახერხა უპირატესობის მოპოვება და კეფაზე ხელის ჩამოკვრით, ჰატაკიკომის ილეთით დასცა მეტოქე დოჰიოზე. 

ამ გამარჯვებით, გაგამარუს მიმდინარე ბაშოზე ბალანსი 3:1 გაუხდა. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები