სუმო

 2019/16/07 10:40

სუმო
გაგამარუს მაკეკოში
ავტორი
ტატო ნიკურაძე

გაგამარუს დაქვეითება არ აცდება. ჯურიო დივიზიონის მეათე დღეს ქართველი გოლიათი ჯურიოს  მერვე ნომერ იკიოის დაუპირისპირდა და მიმდინარე ბაშოზე მერვე მარცხი იწვნია. გაგას კარგი ტაჩიაი (საწყისი დაჯახება) არ ჰქონდა და სწორედ ამით ისარგებლა მეტოქემ, მაშინვე ტავარას მიაბჯინა გაგა და ოშიდაშის ილეთით გაიყვანა დოჰიოდან. 

გეტყვით იმასაც, რომ გაგამარუმ ბაშოს მესამე დღეს სერიოზული ტრავმა მიიღო და მთელი ბაშო, ფაქტობრივად, ცალი ფეხით ჭიდაობს. 

საბოლოოდ, 10 დღის შემდეგ, ქართველს უარყოფითი ბალანსი (2:8) აქვს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები