სუმო

 2019/26/05 09:49

სუმო
გაგამარუმ ნაცუ ბაშო მოგებით დაასრულა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ქართველმა გოლიათმა გაგამარუ მასარუმ ნაცუ ბაშოზე გამოსვლა დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა. სენშურაკუზე (ბაშოს ბოლო დღე) ქართველი სეკიტორი ჯურიოს მესამე ნომერს, დაიამამის დაუპირისპირდა და მიმდინარე ბაშოზე მეათე მარცხი აგემა. 

გაგა ამ  ბაშოზე ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა და დღესაც, დამაჯერებლად, ოშიდაშის ილეთით დაამარცხა მეტოქე. ამ გამარჯვებით, ნაცუ ბაშოზე გაგამარუმ დადებითი ბალანსი (9:6) დააფიქსირა და შესაბამისად, ბანძუკეში (რეიტინგი) აუცილებლად დაწინაურდება

ჯურიოს დივიზიონში გაგამარუზე მაღლა მყოფი რიკიშებიდან, ტაკაგენჯი და ტოინოშიმა, დიდი ალბათობით, მაკუუჩიში დაწინაურდებიან. დანარჩენებიდან კი, ვინც ქართველზე მაღლა იყვნენ რეიტინგში, მხოლოდ 4-მა გაიფორმა კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი). აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მომდევნო ბაშოზე ქართველი გოლიათი ჯურიოს მესამე ან მეოთხე ნომრადაც ვიხილოთ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები