სუმო

 2019/10/09 10:17

სუმო
გაგამარუმ სოკოკურაი გადათელა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

გაგამარუმ მისთვის უხერხული მეტოქე დაამარცხა და მიმდინარე ბაშოზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. აკი ბაშოს მესამე დღეს ქართველი გოლიათი ვეტერან ჩინელ რიკიშს, სოკოკურაის დაუპირისპირდა, რომელიც მიმდინარე ბაშოზე დაუმარცხებელი იყო და პირველი წაგება აგემა.

გაგას კარგი ტაჩიაი (საწყისი დაჯახება) ჰქონდა და ოშიდაშით გააძევა მეტოქე დოჰიოდან.

ამ გამარჯვებით, გაგამარუს აკი ბაშოზე ბალანსი 2:1 გაუხდა.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები