სუმო

 2019/11/09 10:09

სუმო
გაგამარუ იჩიამამოტოსთან დამარცხდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

გაგამარუ მასზე 63 კილოგრამით მსუბუქ მებრძოლთან დამარცხდა. აკი ბაშოს მეოთხე დღეს ქართველი გოლიათი ჯურიოს მეცხრე ნომერს, იჩიამამოტოს დაუპირისპირდა და კატასუკაშის ილეთით დამარცხდა. 

გაგამარუს კარგი ტაჩიაი (საწყისი დაჯახება) ჰქონდა, მაგრამ იჩიამამოტომ გამოიყენა თავისი მცირე გაბარიტები. კარგად იმოძრავა დოჰიოზე, რაშიც გაგამარუს აყოლა გაუჭირდა და საბოლოოდ დააგდო კიდეც დოჰიოზე.

4 დღის შემდეგ, გაგამარუს მიმდინარე ბაშოზე ბალანსი 2:2 გაუხდა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები