სუმო

 2019/25/01 13:36

სუმო
გაგამარუ: ჩემი სიხარული იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც სურვილი, ქართველი გულშემატკივრების გახარებისა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ჰაცუ ბაშოს მეცამეტე დღეს ქართველი გოლიათი თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) აზომარიუს დაუპირისპირდა, ბაშოს დასრულებამდე ორი დღით ადრე გაინაღდა კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. 

ამ გამარჯვების შემდეგ, ქართველმა გოლიათმა ქართულ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანი მაკუუჩი დივიზიონში დაბრუნებაა. 

 უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს. უკვე საკუთარ თავს ვეტერან სპორტსმენს ვუწოდებდი და კარიერის დასრულებაზეც ვფიქრობდი, მაგრამ მაკუშიტა დივიზიონში დაქვეითების შემდეგაც კი, ქართველი გულშემატკივრისგან უდიდესი სითბო და სიყვარული ვიგრძენი. სოციალურ ქსელში ბევრი მწერდა და მამხნევებდა. ამან კი, უფრო დიდი სტიმული მომცა. ძალიან დიდი შემართებით და საოცრად თავდაჯერებული გამოვედი დოჰიოზე. მთავარი არ იყო მომეგო, არამედ მსურდა, კარგი სუმო მეჭიდავა და ქართველი გულშემატკივრისთვის სიხარული მიმენიჭებინა. 

ჩემი სიხარული იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც სურვილი, ქართველი გულშემატკივრების გახარებისა. 

ლევანის მდგომარეობას რაც შეეხება, მან უკვე დაიწყო ვარჯიში და თავსაც კარგად გრძნობს. 

– ჩემს ჯანმრთელობას რაც შეეხება, ერთი თვის წინ გამოვიღე წყალი მარჯვენა მუხლიდან და მენისკი კვლავ მაწუხებს, მაგრამ უფლის წყალობით, შევძელი ბაშოზე წარმატებულად გამოსვლა და თავსაც კარგად ვგრძნობ. 

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას სითბოსა და სიყვარულისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ გასახარებლად. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები