ეროვნული ნაკრებები

 2019/17/08 01:06

ეროვნული ნაკრებები
გაფლანგული უპირატესობა, 16-წლამდელებმა ბელარუსთან წააგეს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს 16-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ბელარუსთან შეხვედრაში საკმაო უპირატესობა ხელიდან გაუშვა და მე-19 ადგილისთვის იბრძოლებს. 

დიმიტრი ჯაკობოვის შეგირდებმა შესანიშნავად დაიწყეს და თამაში მათი კარნახით მიმდინარეობდა. პირველი მეოთხედი 22:10 მოვიგეთ და ჰანდიკაპი 20 ქულამდეც გაიზარდა, თუმცა, შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობით გავედით – 39:26. მეორე ნახევარი სრულად ჩავაგდეთ, რითაც ბელარუსმა კარგად ისარგებლა და თამაშში დაბრუნდა. დასკვნითი მეოთხედის წინ სხვაობა მხოლოდ 7 ქულა იყო – 53:46. საბოლოოდ ბოლო ათწუთეული 8:22 წავაგეთ, რის გამოც 61:68 დავმარცხდით.

შეხვედრაში ყველაზე მეტი (17) ქულა სანდრო კასაბურმა ჩააგდო, ვინც 12 მოხსნაც მიამატა და ორმაგი დუბლი შეასრულა. მას ამ მხრივ არც ლუკა ლიკლიკაძე ჩამორჩა, ვისაც 11 ქულასთან ერთად, 13 მოხსნა ჰქონდა. 12 ქულა ლუკა ავალიანის ანგარიშზეა.

B დივიზიონის უკანასკნელ შეხვედრაში, მე-19 ადგილისთვის ბრძოლაში, სლოვაკეთს დავუპირისპირდებით, რომელიც კვიპროსთან 59:65 დამარცხდა. შეხვედრა დღეს, 17 აგვისტოს, 18:00 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები