ლეგიონერები

 2019/10/02 00:11

ლეგიონერები
გაბედავას დებიუტი და წითელი ბარათი
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მოგეხსენებათ, 29 წლის ქართველი ფორვარდი, გიორგი გაბედავა პოლონურ ზაგლებიეს შეუერთდა და ექსტრაკლასაში სადებიუტო შეხვედრაც გამართა.

21-ე ტურში, მისი გუნდი სლასკს ესტუმრა. გაბედავამ სასტარტოში დაიწყო, თუმცა, ერთი წუთის ინტერვალში ორი ყვითელი მიიღო და მოედანი 29-ე წუთზე დატოვა.

ზაგლებიემ 0:2 წააგო და კვლავ ბოლო ადგილზეა. პოლონურ გუნდს ექსტრაკლასაში ზედიზედ 9 შეხვედრა არ მოუგია.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სასტარტოში გიორგი ივანიშვილიც იყო, რომელიც 61-ე წუთზე შეცვალეს.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები