ფუტსალი

 2019/28/01 20:03

ფუტსალი
ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მოგვიახლოვდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს ნაკრები 30 იანვარს ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს.

მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდი დ ჯგუფში გერმანიასთან, ისრაელთან და დანიასთან ერთად არის. 

შესარჩევი ეტაპი 30 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

პირველ დღეს ჩვენი მეტოქე გერმანია იქნება. 31 იანვარს ისრაელს შევხვდებით, ხოლო 2 თებერვალს დანიას დავუპირისპირდებით. სამივე შეხვედრა 20:30 საათზე გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ ფუტსალის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ლიეტუვა უმასპინძლებს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები