ფუტსალი

 2018/12/11 02:45

ფუტსალი
ფუტსალი U19: საქართველომ აზერბაიჯანს 10 გოლი გაუტანა
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

საქართველოს 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებმა მეორე ამხანაგურ შეხვედრაში აზერბაიჯანის 19-წლამდე ნაკრები დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა (10:3) და საერთაშორისო დონეზე, ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩის პირველი ნახევარი 3:2 მოიგეს, თუმცა, მეორე ტაიმში ავთანდილ ასათიანის გუნდმა სრული უპირატესობა მოიპოვა და მეტოქის კარგი შვიდჯერ აიღო.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობიდან ჰეთ-თრიქი გიორგი ზუნტუროვმა გაიფორმა, დუბლი გიორგი ღავთაძემ შეასრულა, თითო გოლი კი, ნიკა ხარატიშვილის, დათა მოგელაძის, ბექა ბექაურის, ლევან სვანიძისა და დაჩი ჩადუნელის ანგარიშზეა.

GFF.GE



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები