ინგლისი

 2019/24/08 17:26

ინგლისი
ფრენკ ლამპარდის ჩელსიმ სეზონში პირველი მატჩი მოიგო
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ჩელსის პირველი გამარჯვება. პრემიერ ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში ფრენკ ლამპარდის გუნდი დებიუტანტ ნორვიჩს ესტუმრა და ძალიან მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. 

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და ნორვიჩის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პრემიერ ლიგის დებიუტანტი გუნდის კვალობაზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. განსაკუთრებით ნორვიჩელთა ფინელი ფორვარდი ტეემე პუკი აქტიურობდა, რომელმაც მესამე მატჩში მეხუთე გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. 

პირველი ტაიმი ფრედ 2:2 დასრულდა. მეორე ტაიმი კი, სრულად ლონდონური გუნდის უპირატესობით წარიმართა და ტემი აბრაჰამის ზუსტი შორეული გასროლით ჩელსიმ სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა. 

საბოლოოდ, 3:2 ჩელსის სასარგებლოდ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები