ფრენბურთი

 2018/06/06 23:40

ფრენბურთი
ფრენბურთელმა ქალებმა ვერცხლის ჯგუფი მეოთხე ადგილით დაასრულეს
ავტორი
ირაკლი გოგავა

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა, ევროლიგის ვერცხლის ჯგუფი, ალბანეთთან სტუმრად, წაგებით დახურა. პაატა ულუმბეგაშვილის გუნდი ტირანაში 0:3 (14:25, 13:25, 24:26) დამარცხდა.

ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ ჩვენებმა საწყის ორ სეტში მასპინძლებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, მესამეში კი იბრძოლეს, საქმე ტაი ბრეიკამდეც მიიყვანეს, მაგრამ საბოლოოდ, მაინც წააგეს.

ამ მატჩით დასრულდა ვერცხლის ჯგუფი, სადაც ჩვენმა ნაკრებმა ბოლო, მეოთხე ადგილი დაიკავა. არადა, მესამე ადგილის შანსი იყო. ისრაელის ნაკრებმა შინ ერთი სეტი მოუგო ავსტრიას და ამით გვაჯობა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები