ფრენბურთი

 2018/30/05 22:43

ფრენბურთი
ფრენბურთელმა ქალებმა მეოთხე მატჩიც დათმეს
ავტორი
ირაკლი გოგავა

საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრები. მართალია, პაატა ულუმბეგაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო ევროლიგის ვერცხლის ჯგუფში, მაგრამ ავსტრიის ნაკრებთან, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

გემახსოვრებათ, 3 დღის წინ, ჩვენებმა შინ 0:3 წააგეს ავსტრიელებთან და თანაც, უშანსოდ, დღეს კი 1:3 დამარცხდნენ სტუმრად. თითქოს, შინაური არენის კომპლექსი აქვს ჩვენს ნაკრებს. ორივე შინ გამართულ შეხვედრაში ვერაფერი აჩვენეს დასამახსოვრებელი გულშემატკივარს, ისრაელში და ავსტრიაში კი, სეტიც მოიგეს.

ავსტრიელებთან პირველი სეტი 21:25 წავაგეთ. ანგარიშსაც ეტყობა, რომ გუნდმა იბრძოლა. მეორეში ნაკლები წინააღმდეგობა გავუწიეთ და 16:25 წავაგეთ. სამაგიეროდ, მესამე სეტში 25:23 მოვიგეთ და შანსი დავიტოვეთ, თუნდაც, პრემიალური ქულა აგვეღო, მაგრამ ისევ 16:25 და სატურნირო ცხრილში კვლავ ბოლო ადგილზე ვართ.

ჩვენს ჯგუფში 12 ქულით ავსტრია ლიდერობს. მეორე ადგილზეა ალბანეთი – 9 ქულა. ისრაელის ნაკრებს 3 ქულა აქვს და მომდენო ტურში სწორედ მათ ვმასპინძლობთ, რაც შანსს გვიტოვებს, ჯგუფში მესამე ადგილი დავიკავოთ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები