ფრენბურთი

 2018/26/05 20:39

ფრენბურთი
ფრენბურთელი ქალები ავსტრიასთანაც დამარცხდნენ
ავტორი
ირაკლი გოგავა

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა, ევროლიგის ვერცხლის ჯგუფში, ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. პაატა ულუმბეგაშვილის გუნდი, ამჯერად, შინ დამარცხდა ავსტრიასთან – 0:3 (17:25, 14:25, 14:25).

ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ჩვენებმა მეტოქეს მცირედი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწიეს, შემდეგ კი უშანსოდ დამარცხდნენ. წუნი ისევ იყო მოწოდებაში. გარდა ამისა, ვერ ვახერხებდით მეტოქის მოწოდების აღებას პირველივე ცდაზე და ავსტრიელებმა ბლომად ეისი მიითვალეს.

სამი ტურის შემდეგ, ჩვენი ნაკრები კვლავ ბოლო ადგილზეა და ოქროს ჯგუფში გადასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა.

მომდევნო მატჩს ისევ ავსტრიის ნაკრებთან, 30 მაისს გამართავს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები