ესპანეთი

 2019/15/04 19:48

ესპანეთი
France Football-ის მთავარ გვერდზე საინტერესო ფოტო გამოჩნდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მიმდინარე სეზონში ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ჟურნალების მთავარ გვერდზე ბევრჯერ მოხვდნენ. თუმცა, France Football-ის მიმდინარე კვირის მთავარ გვერდს მათი კოცნის ფოტო ამშვენებს. ხოლო თავად ჟურნალში მათი მიღწევების შესახებ, დებატებია გამართული.

ამ ორი დიდებული ფეხბურთელის ნახატი 2 წლის წინ, ურბანულმა მხატვარმა Tvboy-მ შექმნა, რომელსაც ბარსელონას ერთ-ერთ უდიდეს ქუჩაზე შევხვდებით. მხატვარმა ნამუშევარს „სიყვარული ბრმაა“ უწოდა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები