ინგლისი

 2019/19/08 18:12

ინგლისი
ფორლანმა რონალდუზე, ბექჰემსა და ფერგიუსონზე ისაუბრა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დიეგო ფორლანს კარიერის განმავლობაში, ბევრ მაღალი დონის მოთამაშესთან ერთად უასპარეზია. მათ შორის, კრიშტიანუ რონალდუ და დევიდ ბექჰემიც არიან.

ურუგვაელმა The Mirror-თან იუნაიტედში გატარებული წლები გაიხსენა და რონალდუზე ისაუბრა.

რონალდუ ბექჰემისგან განსხვავებული იყო. მას ყოველთვის სარკესთან ყოფნა სურდა და ასეც იქცეოდა.

ფორლანი ბექჰემისა და სერ ალექს ფერგიუსონის ინციდენტსაც შეეხო:

ფერგიუსონი და ბექჰემი ერთმანეთს შერაცხყოფას აყენებდნენ. ისინი ერთმანეთზე უარეს სიტყვებს ამბობდნენ და ორივეს ბოლო სიტყვის თქმა სურდა. 

ისე ჩანდა, თითქოს, კონფლიქტი მორჩა, მაგრამ ბექჰემმა რაღაც თქვა. ფერგიუსონი შემობრუნდა, კედელზე ჩამოკიდებული ბუცები ჩამოხსნა, ბექჰემს ესროლა და წარბი გაუხეთქა.

სისხლი ყველამ დავინახეთ, მაგრამ ვიფიქრეთ, რომ ეს არ მომხდარა, თუმცა, ამ მომენტიდან ორივე მზად იყო ჩხუბისთვის. ამის შემდეგ, როი კინმა და რუდ ვან ნისტელროიმ მათი გაშველება სცადეს.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები