ესპანეთი

 2018/15/08 21:38

ესპანეთი
ფლორენტინო პერესმა მარტინ ოდეგარდი ჰოლანდიაში დააბრუნა
ავტორი
გოგა წურწუმია

მადრიდის რეალის 19 წლის ფეხბურთელი, მარტინ ოდეგარდი, „სამეფო კლუბს“ კვლავ იჯარის წესით დატოვებს. ესპანური მედიის ცნობით, ნორვეგიელი ტალანტი ვიტესის რიგებში ჩაირიცხება. 

აღნიშნული გადაწყვეტილება ფლორენტინო პერესმა მიიღო, რომელსაც სჯერა, რომ მარტინი რეალის ლიდერი გახდება. მისი თქმით, ოდეგარდს სათამაშო პრაქტიკა სჭრიდება და სწორედ ამიტომ, ისევ ჰოლანდიაში იასპარეზებს. 

შეგახსენებთ, ხულენ ლოპეტეგიმ განათხოვრებული ფეხბურთელები ამერიკაში მიიწვია, მაგრამ, როგორც ჩანს, ვარჯიშებზე მარტინმა ესპანელ სპეციალისტს თავი ვერ მოაწონა. გასული სეზონი ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჰერევენში გაატარა, სადაც 38 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები