ეროვნული ნაკრებები

 2019/03/08 17:07

ეროვნული ნაკრებები
ფლეი-ოფი დაუძლეველი ბარიერი აღმოჩნდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისთვის ფლეი-ოფის სტადია დაუძლეველი აღმოჩნდა. აქამდე, 20-წლამდელებმა ჯგუფურ ეტაპზე შესანიშნავად იასპარეზეს და მეორე ადგილი დაიკავეს, ხოლო ფლეი-ოფში ყველა შეხვედრა წააგეს და მე-8 პოზიციაზე გავიდა.

იმავე სიტუაციაა 18-წლამდელებშიც. ჯგუფური ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ორ საფლეიოფო შეხვედრაში წარუმატებლად იასპარეზეს. პირველში პოლონეთთან 44:67 დამარცხდნენ, ხოლო 5-8 ადგილისთვის ბრძოლაში ვერც პორტუგალიის ბარიერი დაძლიეს და თამაში მე-7 პოზიციისთვის მოუწევთ.

წინა შეხვედრის მსგავსად, პირველ ტაიმში დიდი ბრძოლა გაჩაღდა. საწყისი მეოთხედი ფრედ (16:16) დასრულდა, ხოლო ტაიმი პორტუგალიამ მხოლოდ 1 ქულით მოიგო – 33:32. დიდი შესვენების შემდეგ მათვე საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს და თამაშის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვიათ. დასკვნითი მეოთხედის წინ სხვაობა 7 ქულამდე გაიზარდა – 54:47. საბოლოოდ, დარჩენილ დროში ჰანდიკაპი უფრო გაიზარდა და 11 ქულას მიაღწია – 73:62.

ნაკრებს კვლავ რატი ანდრონიკაშვილმა ულიდერა – 17 ქულა, 8 მოხსნა. 13 ქულა ნიკოლოზ გაფრინდაშვილის ანგარიშზეა, ხოლო 12 ქულა ლაშა მიქელაძემ ჩააგდო. 

საქართველოს მეტოქე ესტონეთსა და შვედეთს შორის დამარცხებული იქნება.  

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები