ლეგიონერები

 2019/31/03 11:45

ლეგიონერები
ფლეი-ოფთან უფრო ახლოს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დეტროიტ პისტონსმა  პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი დაამარცხა, რითაც ფლეი-ოფში გასვლის შანსები გაიზარდა.

შეხვედრის პირველი მეოთხედი ძალიან უინტერესოდ წარიმართა და ჯამში 25 ქულა ჩავარდა, საიდანაც პისტონსს 11 ერგო. საინტერესო არც ტაიმის მიწურული გახლდათ. გუნდებმა 20-20 ქულა ჩააგდეს. 

საპირისპიროდ, მეორე ნახევარი მაღალშედეგიანი გამოდგა. მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს და შეხვედრის დასრულებამდე ხელიდან აღარ გაუშვიათ – 99:90.

ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 10 წუთი დაჰყო და ორივე საშუალო ზუსტად ესროლა. 4 ქულასთან ერთად, 1 მოხსნა და 2 პასიც ჰქონდა.

პისტონსი კვლავ მეექვსეა. მორიგ შეხვედრაში მეხუთეზე მყოფ ინდიანა პეისერს შეხვდება, რომელსაც ფლეი-ოფის საგზური მოპოვებული აქვს. მატჩი 2 აპრილს, 03:00 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები