გერმანია

 2019/19/08 18:10

გერმანია
ფილიპე კოუტინიო წარადგინეს
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

კატალონიის ბარსელონადან მიუნხენის ბაიერნში გადაბარგებულმა ფილიპე კოუტინიომ ახალ კლუბში წარდგენის შემდეგ, კომენტარი გააკეთა.

ბრაზილიელის თქმით, „რეკორდმაისტერი“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია:

– მოუთმენლად ველოდები დებიუტს ბაიერნში. მაქვს ძალიან დიდი მიზნები და დარწმუნებული ვარ, რომ თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერს შევძლებ. ეს არის ახალი გამოწვევა, რომელიც სიხარულით მივიღე. ვითამაშებ კლუბში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, სამხრეთამერიკელი 10-ნომრიან მაისურს მოირგებს.

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები