ეროვნული ნაკრებები

 2018/14/09 14:36

ეროვნული ნაკრებები
FIBA-მ შენგელია და ბითაძე გამოარჩია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

გუშინ, ჩინეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო. იყვნენ ისეთი გუნდებიც (გერმანია, საბრძნეთი), რომელთაც საფინალო ტურნირზე ადგილი დაჯავშნილი ჰქონდათ, ზოგი კი, საამისოდ იბრძოდა.

ჩატარებული ექვსი მატჩიდან FIBA-მ ის კალათბურთელები დაასახელა, რომლებმაც შეხვედრაზე დიდი გავლენა მოახდინეს. ისრაელთან მოგებული (85:80) მატჩის შემდეგ, ჩვენი ნაკრებიდან, თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე გამოარჩიეს.

თოკომ შესანიშნავად ითამაშა და კვლავ, გუნდის ლიდერად მოგვევლინა. მან ეროვნულ გუნდს 23 ქულა და 9 მოხსნა შესძინა, რითაც 5 დაკარგვა გადაფარა.

რაც შეეხება ბითაძეს. 19 წლის ცენტრი როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში პროდუქტიული გახლდათ. ამაზე მისი ქულათა მონაგარი (13) და ბლოკებიც (4) მიუთითებს. 

ამ გამარჯვებით, საქართველოს ეროვნული გუნდი მეოთხე ადგილზე გადავიდა და მესამე ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ჩვენი მომავალი მეტოქე, ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი და დაუმარცხებელი საბერძნეთი იქნება. შეხვედრა 16 სექტემბერს, 19:00 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები