სხვადასხვა

 2019/11/07 23:25

სხვადასხვა
ფელის ვისენტე: არ გამოვრიცხავ, რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალება მივცე
ავტორი
ტატო ნიკურაძე

უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის დინამომ ენგორდანი 6:0 გაანადგურა. მატჩის დასრულების შემდეგ, თბილისის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა, ფელის ვისენტემ, თამაში შეაფასა. 

– დღევანდელი შეხვედრა თითოეულმა ფეხბურთელმა იდეალურად ჩაატარა და ლამაზი გამარჯვებაც მოვიპოვეთ. ახლა კი, განმეორებით მატჩზე უნდა ვიფიქროთ და შევეცადოთ, ჩვენს გულშემატკივარს მორიგი კარგი საფეხბურთო საღამო ვაჩვენოთ. 

არ გამოვრიცხავ, ანდორაში რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალება მივცე. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები